რეზონანსი
03.06.2020

საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის" ეთერში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო - 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×