რეზონანსი
03.06.2020

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს. 2 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ამ დროისთვის, რეაბილიტაცია 5 ქუჩაზე მიმდინარეობს და მიმდინარე წელსვე დამატებით 5 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის ქუჩების რეაბილიტაციას საერთო ჯამში 25 338 300 ლარი მოხმარდება.

აღსანიშნავია რომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებისთვის უკვე ამზადებს წინადადებას, რათა დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაცია მოხდეს. სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 35 ქუჩაზე.   ქუჩებზე, საავტომობილო გზის მონაკვეთები ამორტიზებულია, ფაქტობრივად არ არსებობს საავტომობილო გზის საფარი, რაც იწვევს მოსახლეობის დამტვერიანებას უნალექო ამინდში, ხოლო ნალექიანი ამინდების დროს  გადაადგილება რთულდება. 35 ქუჩის რეაბილიტაციის საორიენტაციო ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა.

მიმდინარე და დეგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, განხორციელდება მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, ეზოში შესასვლელების, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით, გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით. 

აღსანიშანავია, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება ცენტრალური ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კერძოდ, შოთა რუსთაველის, სოხუმისა და  აღმაშენებელის ქუჩებზე.

მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ქალაქ ზუგდიდში ჯამში 47 ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება, ეტაპობრივად წლის ბოლომდე განხორციელდება.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×