რეზონანსი
03.06.2020

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ეს მათ ნამუსზე იყოს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „ღამის კურიერი" განაცხადა.

ღარიბაშვილმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზე ისაუბრა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, მან ცნობილ დიზაინერს - ზვიად ციკოლიას ჯარისთვის ბრენდირებული სასაჩუქრე საათების შექმნა სთხოვა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა და წარწერა - თავდაცვის ძალები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის საჩუქარი მიღებული ფორმაა ნებისმიერ ჯარში, მათ შორის ევროპის ქვეყნების თავდაცვის ძალებშიც.

„საზოგადოებისთვის რომ განვმარტო, თითო საათი165 აშშ დოლარი ჯდება. თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მინდა, რომ წავახალისო, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
tatoo   (03.06.2020)
კი ბატონო ვაჩუქოთ მაგრამ რომელი ფირმისაა.ერთჯერადი ჩინური ნაგავი თუ არის არის?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×