რეზონანსი
01.06.2020

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გა­მო­რი­ცხავს, რომ სწავ­ლა სკო­ლებ­ში და­გეგ­მილ დროს, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში არ და­ი­წყოს. შე­სა­ბა­მი­სი შე­კი­თხვით მე­დი­ამ მი­ნისტრს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სო სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მი­მარ­თა.

„დღე­ვან­დე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ვთვლით, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­წი­ოს, თუმ­ცა, ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ რო­გორც ახლა, ასე­ვე სექ­ტემ­ბერ­ში მოგ­ვი­წევს კო­ვიდ­თან ერ­თად თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც უნდა მო­ვამ­ზა­დოთ ამ პრო­ცე­სე­ბის­თვის, რათა მათ შეძ­ლონ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძონ სწავ­ლა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა უსაფრ­თხო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა.

„ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან. ისი­ნი რა თქმა უნდა, ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ყვე­ლა იმ რე­კო­მენ­და­ცი­ას, რო­მელ­საც გავ­ცემთ და ვთვლით, რომ გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოდ ყვე­ლა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თვის, რო­მე­ლიც რო­მე­ლიც წელს აპი­რებს გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×