რეზონანსი
01.06.2020

მე მგონი ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის შესწავლა მოხდება.

„გარკვეულწილად, ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე, არა მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება. ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფლებში: გეტასა და მუშევანში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაც ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება და 14 დღის შემდეგ კონტაქტების კვლევისას დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არამგონია, რომ იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე, თუმცა, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო, ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს. თვითშეზსღუდვები საკუთარ თავებს უნდა დავუწესოთ",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×