რეზონანსი
31.05.2020

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის თბილისისა და ბათუმის დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ტურისტული კუთხით ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სამიზნე ბაზარია.

„ამ რეიტინგში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია. პირველ რიგში ის, რომ თბილისი და ბათუმი პოზიციონირდება როგორც ევროპული მიმართულება ვინაიდან ევროკავშირი არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, არამედ ტურისტული კუთხითაც მთავარი სამიზნე ბაზარია. ევროპელი ტურისტები მაღალი ხარჯვითუნარიანობით გამოირჩევიან, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინდუსტრიის განვითარებისთვის. ასევე როდესაც ასე წარმატებით მიმდინარეობს კორონავირუსთან ბრძოლა, ეს არის სწორედ ის ბიძგი, რომელიც გვჭირდება, რათა დავიბრუნოთ პოზიტიური დინამიკა ტურიზმთან მიმართებაში. უნდა მოვიზიდოთ ისეთი ტურისტები, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან", - განაცხადა ბასილაიამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×