რეზონანსი
29.05.2020

საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს. გასაგები მიზეზით, მისამართი არ სახელდება. ვირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

„კორონავირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელიც ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობს. დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია. მან ვირუსი 95 წლის დედას და შვილს გადასდო. ასევე, შეხება ჰქონდა უამრავ ადამიანთან - იყო რამდენიმე მაღაზიაში, აფთიაქში, სამეზობლო წრეში. უბანში ამბობენ, რომ კორპუსი ჩაკეტეს და მეზობლები კარანტინში გადაჰყავთ, რადგან ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა", - გვიყვება ინფორმირებული პირი.

„პრაიმტაიმმა" აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, თუმცა, მაცხოვრებლების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×