რეზონანსი
29.05.2020

ჟურნალ „სარკის" ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა მედეა სანაიამ ფეისბუქში დაწერა:

„გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს...", - წერს მედეა სანაია.

„რეზონანსი" მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ ირმა ჭკუასელის ოჯახს და ჟურნალ „სარკეს".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×