რეზონანსი
29.05.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გიორგი გახარიას ხუთი წუთის განმავლობაში უსვამდა კითხვას და რვა ტყუილის თქმა მოასწრო.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრს დემაგოგიურ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

„ხუთი წუთის განმავლობაში ისმებოდა კითხვა რომან გოცირიძის მხრიდან, ჩვენ დავთვალეთ და ამ ხუთი წუთის განმავლობაში მან მოასწრო 8 ტყუილის თქმა. შესაბამისად ნათელია, რომ აქ დემაგოგიის გარდა არაფერთან გვაქვს ჩვენ საქმე. რეგლამენტის თანახმად, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრი პატივს სცემს პარლამენტს. ის პარლამენტში მობრძანდა და გასცა პასუხი თუნდაც ამ დემაგოგიურ შეკითხვებს, რომლებიც ტყუილებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ ძალიან საკადრისი პასუხი მიიღეს ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (29.05.2020)
Ес чамолаборантебули имбецили ром винмес раимес даабралебс.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×