რეზონანსი
28.05.2020

მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთან სიტუაცია შედარებით რომ მშვიდდება, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×