რეზონანსი
28.05.2020

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველომ კორონავირუსის სამკურნალოდ „პლაქვენილი" ხმარებიდან ამოიღო.

საქართველოში ინფიცირებულებს ამ პრეპარატით უკვე 3 თვეა, მკურნალობენ და როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს - საკმაოდ ეფექტიანად, თუმცა საქართელო ემორჩილება ჯანმო-ს გადაწყვეტილებას და პრეპარატის გამოყენებას წყვეტს.

„გასული სამი თვის განმავლობაში, ამ პრეპარატს ძალიან დიდი წარმატებით ვიყენებდით - განსხვავებით იმ ზოგიერთი ნაშრომისგან, რომელიც დაიდო. მაინც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა კვლევა „პლაქვენილზე". ანუ თუ ის იკვლევდა, ოთი მედიკამენტიდან რომელი იყო საუკეთესო და მიეცა მისთვის რეკომედაცია, მათგან დროებით შეაჩერა „პლაქვენილის" გამოყენება და დატოვა სამი მედიკამენტი. ვინაიდან ჩვენც ვმონაწილეობთ კვლევაში „სოლიდარობა", უბრალოდ, ვალდებულნი ვიყავით, ეს გაგვეთვალისწინებინა და „პლაქვენილის" გამოყენება შევაჩერეთ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან" საუბრისას.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×