რეზონანსი
25.05.2020

მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.

მესტიის მერის მოადგილის ინფორმაციით, საუბარია ხაიშის თემის სოფელებზე - ვედსა და ხევრაზე, სადაც ადიდებულმა მდინარემ და ღელემ სოფლის გზა წაიღო და შედეგად რამდენიმე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

„სოფელ ვედიში ერთი, სოფელ ხევრაში კი 11 ოჯახია დაზარალებული".- ამბობს მერის მოადგილე ნელი ნავერიანი.

მისივე განმარტებით, გზის აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ ლოკაციებზე გამოდარებისთანავე დაიწყება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×