რეზონანსი
23.05.2020

ლევან რატიანი შეზღუდვების შემსუბუქების გამო კორონავირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრ მატებას არ ელოდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „იმედის" გადაცემაში „ანატომია" განაცხადა.

„მოგეხსენებათ, მოიხსნა რაღაც შეზღუდვები. ალბათ ეს გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას, მაგრამ ალბათ ის რაოდენობა არ იქნება, რაც გამოიწვევს მედიცინის კოლაფსს. ეს იქნება, ალბათ ერთეული შემთხვევები, საბედნიეროდ, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოუვლის და გადალახავს", - განაცხადა რატიანმა.

მან ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

„მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2 კვირა ჩვენს კლინიკაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ შემოსულა და არ დადასტურებულა, რაც ძალიან გვახარებს ამ ეტაპზე. იმედია, რომ თვის ბოლომდე აუცილებლად გავწერთ ყველა პაციენტს გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში და კლინიკა დაიწყებს ძველებურ ფუნქციონირებას", - განაცხადა რატიანმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×