რეზონანსი
22.05.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტა, თუ რა შემთხვევაში ამოქმედდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მისი შეფასებით, ქვეყანაში დროულმა გადაადგილების შეზღუდვამ კორონავირუსის ფართოდ გავრცელება შეაკავა.

"მესმის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი სერიოზული დისკომფორტია. დღეს იყო ამაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოზეც. მესმის, რომ ეს რთულია. მაგრამ, როდესაც სასწორის ერთ პინზე ვდებთ ადამიანთა ჯანმრთელობას, მეორეზე კი გარკვეულ მოთმინებას, სჯობს, რომ ცოტა დისკომფორტი გვქონდეს. მე არა მგონია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. თუ ჩვენ იმ ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, რაც დღეს ქვეყანაში არის, ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას," - აღნიშნა "კურიერში" ამირან გამყრელიძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მარინა   (23.05.2020)
იდიოტების და სულგაყიდული არსებების დოღიამის თამადობით

ვანო   (23.05.2020)
ნუთუ ჰგონია რომ ჩვენი განადგურებით თვითონ (შთამომავლობა)გადარჩება?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×