რეზონანსი
09.04.2020

ყარაჯალელი ბიჭის სიყვარულის ისტორია გრძელდება, ის შეყვარებულისთვის სიყვარულის ახსნის გამო, მეგობრებთან ერთად 21 000 ლარით დააჯარიმეს. "პრაიმტაიმთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სახლს გაყიდის და ჯარიმას ისე გადაიხდის.

"ჩემი საცოლე თბილისში გავიცანი, ლილოში მუშაობდა. ის 20 წლისაა, მე 25-ის. რომ დავინახე, მაშინვე მომეწონა და შემიყვარდა. რამდენჯერმე მივაკითხე ლილოში, თვითონ ვერ მხედავდა. შემდეგ მის მშობლებთან მივედი. ვუთხარი, ძალიან მიყვარს და მინდა სამუდამოდ ერთად ვიყოთ-მეთქი. ამის შემდეგ დავინიშნეთ.

ნიშნობიდან 5 დღის შემდეგ სიყვარული ავუხსენი. მინდოდა ყველაფერი ლამაზი და რომანტიკული ყოფილიყო, მაგრამ ეს ამბავი მოხდა.

დაახლოებით, საღამოს რვა საათი იყო, მომზადება რომ დავიწყეთ. გავუარე ჩემს შეყვარებულს, თვალები ავუხვიე და მანქანაში კანონის დაცვით, უკან დაჯდა. ვიდეოს მე ვიღებდი.

ბიჭები სტადიონზე დაგვხვდნენ, ყველაფერი 3-4 წუთში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ყველაფერი ჩაგვშხამდა.

რომ მივედით, მალევე პატრული მოვიდა. მე, ჩემი 5 მეგობარი და ჩემი საცოლე ვიყავით.

პატრულმა გვითხრა, შეტყობინება ცხელ ხაზზე შემოვიდა და ერთად რატომ ხართო. ყველა დაგვაჯარიმეს, ჯამში 21 000 ლარი გამოვიდა.

მე და ჩემს მეგობრებს ამდენის გადახდის საშუალება არ გვაქვს. არ ვმუშაობთ, ყველა მე მთხოვს ჯარიმის გადახდას, რადგან ჩემს გამო მოხდა.

ჯერ დაქორწინებულები არ ვართ. საგანგებო რეჟიმის შემდეგ ქორწილსაც ვგეგმავდით. ჯარიმის შემდეგ მგონი ვეღარ გადავიხდით. სამი ქორწილის ფული გამოვიდა ჯარიმა.

ჩემი შეყვარებულიც ნერვიულობს, მინდა რომ არ ვიდარდო, მაგრამ არ გამოდის. 21 000 ხუმრობა არ არის.

სახლი უნდა გავყიდო, რომ ეს ჯარიმა გადავიხადო, სხვა გზა არ მაქვს." - ამბობს რათხანყურბანოვი.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×