რეზონანსი
08.04.2020

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია მომდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება სტაბილიზირდეს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა დაცული იქნება.

„არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით", - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

გუბერნატორის თქმით, სოციალური დისტანცირების პოლიტიკა და დაწესებული შეზღუდვები მუშაობენ.

„როგორც ჩანს, ეპიდემიის მრუდი გაბრტყელდა. თუმცა, ყველაფერი ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკას დავიცავთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მრუდი შეიცვლება", - აღნიშნა მან.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსით ინფიცირების 140 386 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 5 489 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×