რეზონანსი
08.04.2020

სანაპიროს ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის - 2 ქალის და 1 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების თქმით მაღალი სიჩქარით მიმავალმა „BMW" მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მომავალ „ოპელის" მარკის ავტომობილს შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა.

გარდაცვლილები „ოპელის" მარკის ავტომობილის მგზავრები არიან. დაშავებულები არიან - „BMW" მარკის ავტომობილების მგზავრები. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ „ვეფხი და მოყმის" ძეგლთან.

გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×