რეზონანსი
07.04.2020

ჩვენ 18 რიცხვიდან ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რომელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და რომელსაც ყოველდღიურად, ძალიან დიდი ძალისხმევით ვაცოცხლებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა რამდენიმე საათის წინ, მისივე თქმით, ეს მძიმე პაციენტი ქალბატონია, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადება აქვს.

ამ წუთებში ცნობილი გახდა რომ ეს მძიმე პაციენტი, რომლის გადარჩენასაც ექიმები 20 დღის მანძილზე ცდილობდნენ, გარდაიცვალა.

„კიდევ არიან სხვა მძიმე პაციენტები პნევმონიით, სეფსისით. ახლა უფრო მეტი მძიმე პაციენტი გვყავს და არა მარტო ხანდაზმულები - ახალგაზრდებიც", - აღნიშნა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ვირუსი შეიძლება ორგანიზმში 2 კვირიდან 6 კვირამდე იყოს.

„გვყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა ვირუსი არ გაუქრა. ზოგადად ვირუსი 2-6 კვირა ორგანიზმში ცირკულირებს"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×