რეზონანსი
05.04.2020

რამდენიმე დღის წინ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" (GHG) დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე. მან ვრცლად ისაუბრა ვირუსის სიმპტომებზე და კლინიკაში გატარებულ პერიოდზე.

"რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გვეშინია, მითუმტეს, დაავადების, მაგრამ ამ დაავადებაზე, ალბათ, ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა, ამიტომ ჩემი შიშები ცოტა უფრო სხვა კუთხით იყო. რა თქმა უნდა, ვის გადავდე, პირველ იგში, ამას ვფიქრობდი - ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს თუ ჩემს რომელიმე მეგობარს ან რომელიმე თანამშრომელს.

საბედნიეროდ, მე საიდანაც გადამედო, იმ კლასტერის ჯაჭვის გაწყვეტა მოვახერხეთ ოპერატიული იზოლაციებით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თვითიზოლაცია და დისციპლინა როგორ შველის. ეს კლასტერი რეალურად რომ არ გაგვეწყვიტა, შეიძლება ძალიან დიდი ყოფილიყო, რამოდენიმე ასეული ადამიანიც", - განუცხადა "პალიტრანიუსს" გამყრელიძემ.

როგორც იგი აღნიშნავს, მას იქ ყოფნის სტრესი მომუშავე პერსონალმა ძალიან შეუმსუბუქა.

"ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ რომ შეიხედოთ ამ დროს. ბოქსირებული პალატა არის ჩაკეტილი, დაახლოებით, 10 კვ/მ ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ და არც თუ ისე სასიამოვნოა იქ ყოფნა. ვერც ვერავინ შემოდის, გარდა ძალიან გულისხმიერი და ძალიან კარგი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისა, რომლებიც სავალდებულოდ აღჭურვილნი არიან დაცვის საშუალებებით. ეს ოთახი არის, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის. ეს არის პატარა სივრცე, რომელშიც მომიწია 26 დღე ყოფნა. მაგრამ ეს ყოფნა და სტრესი ძალიან შემიმსუბუქა იქ მყოფმა ხალხმა", - აღნიშნა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×