რეზონანსი
03.04.2020

რუსეთმა და ევრაზიული კავშირის ქვეყნება ძირითადი სასურსათო პროდუქტების, მათ შორის ხორბლის ექსპორტზეც გარკვეული შეზღუდვები დააწესეს. საქართველო კი, ხორბლის 90%-ზე მეტს სწორედ ამ ქვეყნებიდან ყიდულობს.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო არსებულ ვითარებაში მოიძიებს ალტერნატიულ გზებს და თუ ხორბლის იმპორტის ტრადიციული მიმართულებებიდან შესყიდვაზე შეიქმნება სირთულე, ქვეყანა ხორბალს სხვა ქვეყნებიდან შეიძენს. 

“ვიცით, რომ რუსეთმა გარკვეული შეზღუდვები შემოიღო ხორბალთან დაკავშირებით, რომელიც ლიმიტირებას აკეთებს. კვოტირებას აკეთებს კონკრეტულად ხორბლის ექსპორტის, თუმცა არის იგივე რუსეთში კერძო კომპანიები, ხორბლის ექსპორტიორთა კავშირის განცხადებდა, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი, ასევე ჩვენ ველოდებით ახალ მოსავალს, იცით, რომ სულ რამდენიმე თვეში იქნება ახალი მოსავალი. პროგნოზები დღეს არის დამაიმედებელი ზოგადად მსოფლიოში, განსაკუთრებით რეგიონში არის მოსალოდნელი ხორბლის ჭარბი მოსავალი, შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების მინიმუმ იგივე ნისნულზე დატოვება და მათი შემცირებაც კი. 

ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე და არსებობს ეს ალტერნატიული გზები იმისთვის, რათა საქართველოში მარაგები შეივსოს და რაც მთავარია, ეს არ აისახოს პურის ფასზე. ამ მიმართულებით არავითარი პრობლემა არ არის და არც პერსპექტიულ შესყიდვებთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი პრობლემა,” - ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×