რეზონანსი
03.04.2020

ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე, მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მთელი საქართველო არის საკარანტინო ზონა.

„მთელ საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები, ამიტომ ახლა დამატებით კიდევ ამ საკარანტინო ზონებში თუ იქნება მისაღები რაიმე ღონისძიებები, ეს უკვე აღარ შეეხება ასე ლოკალირად რაღაც დასახლებებს, ლოკალურად ქალაქებს, შეიძლება უბრალოდ მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე მივიჩნევთ, რომ ჯობია, თუ იქნება მისაღები და გასამკაცრებელი, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. დაველოდებით ისევ და ისევ სიტუაციის განვითარებას. სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე. მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×