რეზონანსი
03.04.2020

ჯერ არ ვიცით იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს როგორ ჩამოვიტანთ, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესმდივანმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში" განაცხადა.

მისივე თქმით, იერუსალიმში ტაძრებთან დაკავშირებით განრიგი რამდენჯერმე შეიცვალა.

„ისევე როგორც მსოფლიოში, იერუსალიმშიც ყოველ დღე იცვლება გარემოებები. ჯერ ადრეა, ამის თქმა, თუმცა მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცეცხლი საქართველოში ჩამოვა"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ბოლო მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148 -მდე გაიზარდა. მათგან 27 გამოჯანმრთელებულია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×