რეზონანსი
01.04.2020

საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გამოჯანმრთელებული პაციენტებისგან აღებულ პლაზმას გამოიყენებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უმოკლედ დროში იგეგმება ასეთი პლაზმის დამზადება, თუმცა ეს იოლი არ არის და ტექნოლოგიურად საკმაოდ რთულია.

"ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომუნიკაცია, რომელიც სისხლის პროდუქტებს ამზადებს. დღეს უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრები და უმოკლეს დროში არათუ ვფიქრობთ, არამედ ვგეგმავთ დავამზადოთ ასეთი პლაზმა, თუმცა ეს იოლი არ იქნება, რთულია ტექნოლოგიურად. მან უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები, ის უნდა შემოწმდეს, მისი უსაფრთხოება უნდა შეთანხმდეს ამერიკის FDA-სთან და შემდეგ გამოვიყენებთ, ეს იოლი არ არის, ჯერ არავის გამოუყენებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც ამას გამოიყენებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×