რეზონანსი
31.03.2020

მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ პროცენკო Facebook-ზე წერს.

"კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ჩემს კაბინეტში, სადაც დისტანციური მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა მაქვს შექმნილი", - წერს პროცენკო.

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე-40 საავადმყოფომ დაიწყო. 24 მარტს საავადმყოფოს ვლადიმერ პუტინი ეწვია და დენის პროცენკოსაც გაესაუბრა.

პროცესკოსთვის დასმულ დიაგნოზს პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პუტინი რეგულარულად გადის შემოწმებას კორონავირუსზე და ყველაფერი რიგზეა.

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1836-მდე გაიზარდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×