რეზონანსი
31.03.2020

საზღვარგარეთ ახალი კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვალების უკვე მეხუთე შემთხვევაა.

იმნაძემ განმარტა, რომ დაიღუპა ნიუ იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახთან კავშირზეა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკოორდინაციო საბჭო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×