რეზონანსი
31.03.2020

ბათუმში 11 წლის მათემ თავისი ხელით პალსტელინისგან გამოძერწა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ფიგურები. მან ასე გამოხატა თავისი წილი მადლიერება ამ ადამიანების მიმართ.

როგორც მათეს დედამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თქვა, მათე 5 წლიდან ძერწავს. ექიმების ფიგურების გამოძერწვა მას კარიკატურების ნახვამ შთააგონა.

„მათე 5 წლიდან ძერწავს, ძალიან უყვარს ეს ს აქმიანობა და ხშირად არის დაკავებული ამით. ფეისბუქ გვერდზე ნახა მხატვარ ზალიკო სულაკაურის მიერ დახატული ექიმების კარიკატურები, ის მადლობას უხდიდა ამ სამეულს. მათემ გადაწყვიტა თვითონაც გაეკეთებინა მსგავსი რამ. იმდენად სწრაფად შექმნა ეს ყველაფერი, მე თვითონ გამიკვირდა“, – გვითხრა მათეს დედამ, ნინო სალუქვაძემ.

„როცა კარიკატურები ვნახე, გამოძერწვა მომინდა. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ასე ერევიან კორონას“ – გვითხრა მათემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×