რეზონანსი
30.03.2020

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 812 ადამიანით გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 4 050-ს შეადგენს.

რაც შეეხება პანდემიის გავრცელებიდან დღემდე არსებულ მონაცემებს, იტალიაში კორონავირუსმა საერთო ჯამში 11 591 ადამიანი იმსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის იტალიაში 101 739-ს აღწევს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 14 620 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სერიოზულად კრიტიკულად ფასდება 3 981 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იტალია კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ქვეყანაა. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს ყველაზე მეტი დაინფიცირებული აშშ-ს ჰყავს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×