რეზონანსი
30.03.2020

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვაში ეპისკოპოსი განმარტავს, კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევის პასუხი 2 დღეში იქნება.

მისივე განმარტებით, მას კორონავირუსით დაინფიცირებულთან ერთი კვირის წინ ჰქონდა შეხება. შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით, მან ტესტირება ჩაიტარა.

„დღეს, 3 საათზე, გავიკეთე ჩქარი ტესტი, ორ დღეში პასუხი მეცოდინება მეც ვარ თუ არა ვირუსის მატარებელი", - აცხადებს ეპისკოპოსი საბა.

ეპისკოპოსის განმარტებით, მან დღეს წირვის ჩატარებისგან თავი შეიკავა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×