რეზონანსი
29.03.2020

საქართველოს მთავრობის მიერ, საზოგადოების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, COVID-19-ის გამო ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა 4876-მდე გაიზარდა.

ახალი კორონავირუსი კი ამ დროისთვის 91 პირს გამოუვლინდა. ამავე მონაცემების თანახმად სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 მოქალაქე რჩება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი, მათგან 2 ბავშვი. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში, გარდაბანსა და მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

სპეციალისტები საზოგადოებას შინ დარჩენისა და ჰიგიენის წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწდებენ. ასევე ერთ-ერთი მთავრი რეკომენდაცია ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანციის დაცვაა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×