რეზონანსი
29.03.2020

გერმანიაში, ჰესეს შტატის ფინანსთა მინისტრმა, თომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გარდაცვლილის ცხედარს ფრანკურტისა და მაინსს შორის მდებარე, ჰოკჰემის მატარებლის სადგურზე მიაკვლიეს. სხეულის მძიმე დაზიანებების გამო პოლიტიკოსის ვინაობის დადგენა იმთავითვე ვერ მოხერხდა. პოლიციის განცხადებით, თომას შეფერმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა, თუმცა მისი შინაარსი არ გასაჯაროვდება.

54 წლის პოლიტიკოსი გერმანიის ფინანსური ცენტრის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში იკავებდა. გამოცემის ცნობით, შეფერი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მოსაგვარებლად და კომპანიების დასახმარებლად "მთელი დღე-ღამის განმავლობაში" მუშაობდა. კორონავირუსის გამო, ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ პოლიტიკოსზე დიდი გავლენა მოახდინა. მის თვითმკვლელობას სწორედ აღნიშნულ ვითარებას უკავშირებენ.

"მისი მთავარი საზრუნავი მოსახლეობის მოთხოვნების შესრულება და მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა გახლდათ. ის გამოსავალს ვეღარ ხედავდა, იმედგაცრუებული იყო და ალბათ ამიტომ დაგვტოვა. ეს ყველასთვის შოკის მომგვრელი იყო",- განაცხადა ჰესეს შტატის პრემიერმა, ვოკლერ ბუფიერმა.

თომას შეფერი კერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ცენრალურ-მემარჯვენე ქრისტიანული დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×