რეზონანსი
28.03.2020

ბათუმში ხანძარია. გორგილაძის ქუჩის დასაწყისში, ცირკის გვერდით ცეცხლი ორსართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა. სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი ისე გავრცელდა, რომ რამდენიმე ადამიანმა კარებიდან გამოსვლა ვერ მოასწრო და მაშველებმა ისინი აივნებიდან გადმოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია შვიდზე მეტი სახანძრო ჯგუფი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამ დროის მონაცემებით, შედეგად არავინ დაშავებულა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, რის გამოც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები და ადგილიდან განრიდებისკენ მოუწოდეს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×