რეზონანსი
27.03.2020

ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის.

„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველსაჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა," - განაცხადა იმნაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×