რეზონანსი
26.03.2020

ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლალი ტურძელაძე ბოლნისიდან გადმოყვანილ, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას განმარტავს.

„დღეს შემოიყვანეს ბოლნისიდან ორსული ქალი, 25 წლის. არის 22 კვირის ორსული. ბოლნისის მცხოვრებია და 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი.

შემდეგ ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და არსებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი.

გადმოიყვანეს ჩვენთან, ამჟამად ქალის მდგომარეობა არ არის მძიმე. ტემპერატურა ამ წუთში არ აქვს. შემოსვლის დროს 37,1 ჰქონდა ტემპერატურა.

ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ორსულია.

საერთო მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს" - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×