რეზონანსი
25.03.2020

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 658-მდე გაიზარდა. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 163 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში ასევე აღნიშნეს, რომ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×