რეზონანსი
28.02.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
რას ელოდებით?   (28.02.2020)
შეწყვიტეთ სასწრაფოდ იტალიის ყველა მიმართულებით ავია-რეისები? ვერ ხედავთ ,რომ მთელ იტალიას მოედო ვირუსი? თუ Wizair- ს უზიხრთ წილებში და მოსახლეობა გკიდიათ?

lekso kutaisi   (28.02.2020)
UEHVELI MEORED MOSVLAA DIDEBA UPALS


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×