რეზონანსი
27.02.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის დაფიქსირების გამო, საქართველოში აუცილებლად უნდა დაიკეტოს სკოლები, უნივერსიტეტები, ასევე უნდა გაუქმდეს დიდი საჯარო ღონისძიებები.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დააგვიანა.

მისი ვარაუდით, კორონავირუსი არა მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ შესაძლოა, ეკონომიკაც დააზარალოს.

„მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა ძალიან შეშფოთებულია, მათ შორის მათი, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, იმიტომ, რომ ხალხი სისტემას არ ენდობა. ხალხი არ ენდობა იმას, რომ ისინი დაცული არიან. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს, მაგალითად, 2008 წელს. ომის ცხელი ფაზის დროსაც კი, მიახლოებითაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან მაშინ ნდობა იყო და ახლა არ არის. ნდობა რომ არ არის, ამას თავისი მიზეზები აქვს. მიზეზი არის ის, რომ საქართველოს ვაი ხელისუფლებამ საზღვრის დახურვა მინიმუმ ერთი კვირით დაიგვიანა. როდესაც გაჩნდა ვირუსის შემთხვევები პრაქტიკულად ჩვენს მეზობელ ირანში, რომელთანაც აქტიური მიმოსვლა გვაქვს, საზღვარი მხოლოდ მას შემდეგ დახურეს, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა. ეს უკვე დაგვიანებული იყო. უნდა ჩაეკეტათ საზღვრები იმ ქვეყნებთან, რომლის მეშვეობითაც შემოდიოდა ხალხი ირანიდან. ახლა უკვე მისაღებია შემდგომი ზომები", - განაცხადა სააკაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
მედეა   (27.02.2020)
2008 წელს ნუ ახსენებ, შენ! ხალხი დ ა უ ც ვ ე ლ ი მიატოვე ფრონტის წინა ხაზზე, ევაკუაცია არ გამოაცხადე, რეზერვი შუაგულ მინდორზე დააყენე, მტრისთვის სამიზნედ! როცა ცხინვალიდან მოხუცები და ბავშვები გახიზნეს ვლადიკავკაზში, როგორ ვერ მიხვდი, რომ საომრად ემზადებოდნენ, როგორ ჩაუგდე მოსახლეობა მტერს ხახაში?! ახლა დგახარ და სხვის ნაკლზე საუბრობ! ჩ ა ი წ ყ ვ ი ტ ე ხმა!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×