რეზონანსი
22.02.2020

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი შესრულდა. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს და სასტიკად მოლეს.

დღეს ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გაიხსენეს. გაიხსნა მისი სახელობის სკვერიც.

ტატუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მკვლელები დღემდე არ დასჯილან. მის მშობლებს სასტიკ მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯის იმედი არ აქვს.

"თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი. დრო ვერაფერს ცვლის, ძალიან ძნელია აჩიკოს გარეშე ცხოვრება. ერთი პატარა ნატვრა კი შეუსრულდა, რაზეც ოცნებობდა, სტადიონი გაკეთდა სოფელში. დღემდე არ არიან მკვლელები დასჯილი. არც გვაქვს იმედი, რომ დაისჯებიან" - აცხადებს არჩილ ტატუნაშვილის დედა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×