რეზონანსი
22.02.2020

„ერთ რამეს ვხედავ, რომ რაც იყო რვა წლის წინ იმას არაფერი მიმატებია, ამაზეც დიდი მადლობა.ამ კომპლექსს აქვს მუდმივი სტაბილური შემოსავალი და ამ სტაბილური შემოსავალით სარგებლობს არა მარტო ეს შენობა, არამედ ჩვენი ქალაქის მოსახლეობა. აგერ მითხრეს, ბინები აქვთ კაფეებად და სასტუმროებად გადაკეთებული და ჩვენ მოქალაქებს, ახალციხელებს აქვთ გარკვეული შემოსავალი. მე ვფიქრობ ეს არის ყველაზე მთავრი შემოსავლის წყარო ახალციხეში და მთელს კუთხეში და ამის ბაზაზე ვითარდება სხვა ბიზნესები. კარგი იქნებოდა ეს განვითარება გაგრძელებულიყო. მარშუტები მოგვეძია, იგივე თურქეთიდან ტურისტების მარშუტები, რომელიც ვარძიის გავლით აქედან შემოვიდოდნენ და საბაჟოს გავლით გავიდოდნენ ისევ თურქეთში. მე როგორც ვიცი ტურისტები საკმაო რაოდენობა მაინც დადის",- განაცხადა ვანო მერაბშვილმა.

გუშინ ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა. მან ახალციხეში მშობლები მოინახულა.

წყარო: „პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×