რეზონანსი
20.02.2020

(რეზონანსი) ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ვანო მერაბიშვილი საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან წავიდა.

მას სახლის შესასვლელთან „მთავარი არხის" ჟურნალისტი დახვდა. მანქანიდან გადმოსულ ყოფილ შს მინისტრს ჟურნალისტმა სამომავლო გეგმებზე დაუსვა კითხვები.

„მაცადეთ, თუ შეიძლება სახლში მისვლა. ბავშვების ნახვა მეჩქარება", - მიმართა მერაბიშვილმა ჟურნალისტს.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×