რეზონანსი
15.02.2020

 (რეზონანსი) სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა ალტ-ინფოსთან საუბრისას განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ „ჩირგვებში" ჩაიმალნენ.

"დავუშვათ, რომ მაჩალიკაშვილმა ნამდვილად არ იცოდა ვინ იყო ჩატაევი, ვის ეხმარებოდა, ვის ყიდულობდა ნივთებს, დავუშვათ არ იცნობდა. თქვენ თქვით, რომ ერთი წლის განმავლობაში ომი მიდიოდა იმ სახლში, რომელიც მან უქირავა მათ. ეს ყველაფერი რომ მოხდა, ჩატაევი მოკვდა, სხვებიც დაიხოცნენ, ბორზიევი დავიჭირეთ და მთელი ქვეყანა მაგაზე ლაპარაკობს, რომ ტერორისტული აქტი ავირიდეთ და ტერორისტები დავაკავეთ. რატომ არ მოვიდნენ ძალოვან უწყებაში მამა ან შვილი? რატომ არ თქვეს, რომ ესენი ტერორისტები ყოფილან და ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ, მოგვატყუეს და სხვა სახელით გაგვეცნენო. დავეხმარეთ, მათ ყველაფერი გავაკეთეთ, აღმოჩნდა, რომ ტერორისტები ყოფილან და მოდით რა მოგცემთ ჩვენებას, რომ რაიმე შარში არ გავეხვიოთ... რაიმე ასეთი მოხდა? ისინი იყვნენ ჩირგვებში მიმალულები, განაბულები რომ არ აღმოგვეჩინა და მაინც ვერ დაემალნენ მართლმსაჯულებას" - განაცხადა სოსო გოგაშვილმა

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
Arakaci   (16.02.2020)
არაკაცი ხარ გოგაშვილო, სამარცხვინო და საძაგელი. შენნაირს რომ ქართყლი გვარი აქვს მაგია დასაგმობი ჯერ და მერე შენი კაცობა. შვილსაც ხუნეიბინათ ზრდი, ქოცების დამრტყმელ ბიჭად. სამარცხვინო ხარ, სამარცხვინო

არსენა   (16.02.2020)
ლინდა! როგორც ჩანს შენ "პატრიოტული" ტვინი განთავსებული გაქვს უხერხულ ადგილზე, ხოდა იქ მოგხვდა ჩემი "იარაღი"!

აი ია   (16.02.2020)
გოგაშვილო იმდენად გააჭენე, რომ მალე უფსკრულში აღმოჩნდები და შენც დაისვენებ და ჩვენც. მართლა მეცოდები, ძალიან კარგად მესმის , ყასაბმა, ნახევრად მშიერმა და ვალებში ჩაფლულმა, იმას მიაღწიე, რომ ვიღაც დეგენერატის ხელშეწყობით სუსის ხელმძღვანელი გახდი, მოკლე ხანში მილიონებიც მოიხვეჭე და მაჩალიკაშვილის (რომელიც შენ გააუბედურე) გამო თანამდებობიდან გაგანთავისუფლეს. ეხლა ყველაფერზე მიდიხარ უჭკუა არსებავ, რომ როგორმე დაიბრუნო ბიძოს კეთილგანწყობა და სკამი. არაფერი გეშველება შე უბედურ დღეზე გაჩენილო ბოგანოვ, მალე წარსდგები სასამართლოს წინაშე და აღმოჩნდები გლდანის ციხეში. მოკლედ უსაზიზღრესი კაცუნა ხარ!!!

ბიძო   (16.02.2020)
მალე მოიჭიმები სოსიკ დაგატრიალებენ კრუგში ზონაზე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×