რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ქუთაისის კლინიკიდან თბილისში გადაყვანა ოჯახმა გადაწყვიტა, - ამის შესახებ კლინიკა „უნიქალ მედის" გენერალურმა დირექტორმა, შოთა მარუაშვილმა განაცხადა.

მარუაშვილის ინფორმაციით, 22 წლის პაციენტი მათ კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„პაციენტი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით შემოიყვანეს, მას ჩაუტარდა ყველა საჭირო დახმარება, თუმცა მდგომარეობა იყო მძიმე. ახლობლების დაჟინებული თხოვნით, თბილისში „ემერჯენსსერვისმა" გადაიყვანა, თუმცა პაციენტმა ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო და გზაზე გარდაიცვალა. ჯერ უცნობია, იყო თუ არა ვირუსი. ანალიზები გაგზავნილია ლაბორატორიაში და პასუხებს ველოდებით", - განაცხადა მარუაშვილმა „პირველ არხთან".

ზუგდიდში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ გრიპი ვირუსით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები მომხდარში მედიკოსებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ 22 წლის პაციენტი კლინიკაში კვირას, 19 იანვარს შეიყვანეს, თუმცა შემდეგ ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა გუშინ, ქუთაისიდან თბილისში ტრანსპორტირებისას დაიღუპა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×