სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.12.2019

    15 წლის მოზარდის ძმამ, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა მომხდარზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    მისი თქმით, მუქარები და ზეწოლა დედის თანდასწრებით დაკითხვის დროსაც ხდებოდა. მოზარდის ძმა ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან გინებასაც კი ჰქონდა ადგილი.

    „დედაჩემთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა დაახლოებით ოთხი საათი. ამ ოთხი საათის განმავლობაში უარყოფდა მომხდარს და ამბობდა, რომ ის არ იყო დამნაშავე. დედაჩემის თქმით, შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიყვანა ცალკე დასაკითხად. არ ჰყავდათ იქ დიდი ხანი, როდესაც გამოვიდა ოთახიდან იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა, თუმცა სახლში რომ მივიდა, მაშინაც თქვა, რომ არ ვარ დამნაშავეო. მეორე დღესაც უარყოფითი ჩვენება მისცა და შემდეგ მოხდა ეს ამბავი. როგორც ვიცი, დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა ისეთი მუქარები, რომ შენ ძმას შევუქმნით სასწავლებელში პრობლემებს, იყო გინებაც", - განაცხადა 15 წლის მოზარდის ძმამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    gocha   (16.12.2019)
    ar unda sherchet inda meetknat dedis traki aseti zestolistvis dagupes bavshvi


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×