სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    12.12.2019

    (რეზონანსი) ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებები საზღვერებს გასცდა. პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში პროცესებს არაერთგვაროვანი შეფასებები აქვს.

    სოციალურ ქსელში ბევრი მომხმარებელი მწერალ აკა მორჩილაძის ნაწარმოებიდან „მეფე და მე" ამონარიდს აზიარებს.

    თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი აკა მორჩილაძე თავის ნაწარმოებებში წერს იმ პრობლემებსა და სატკივარზე, რომლებიც მისთვის უმნიშვნელოვანესია.

    "ამ მოგონილ ქვეყანას არაფერი სცხია ვეფხისტყაოსნის, არც იმ საბრალო ილია ჭავჭავაძის, რომელსაც, როცა არ დაეზარებათ, მაშინ შეანჯღრევენ ხოლმე, არც მიხა ხელაშვილის, არც სხვა ვინმესი, ვინც მიყვარს და ვაფასებ.

    ამ ქვეყანას მოუკლეს ავთანდილები, მეგობრის დასახმარებლად წასული ბიჭები, ამ ქვეყანას მოუკლეს ტარიელები, მართლა შეყვარებული ბიჭები, ამ ქვეყანას არც თინათინები დაუტოვეს და არც ნესტან დარეჯანები.

    ერთი კოშკში გამოკეტილი ქალიც კი არ შეარჩინეს, რათა რომელიმე რაინდი მის გათავისუფლებას ცდილიყო. თუ ქალი არ არის, რაინდი საიდანღა მოვა?"

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×