რეზონანსი
10.12.2019

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა. ერქვანია დღეიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებს. ის პარლამენტში საპატრიარქოს კვოტით იყო წარდგენილი.

დეპუტატის განმარტებით, მან გადაწყვეტილება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მიიღო. მათ შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პროცესების, ასევე საპატრიარქოსა და პატრიარქის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო. მისი თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გუნდთან კონსულტაცია არ ჰქონია.

„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს", - განაცხადა დეპუტატმა.

ალექსანდრე ერქვანია მე-14 დეპუტატია, ვინც ბოლო პერიოდში უმრავლესობა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×