სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    08.12.2019

      "ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელს" არ მიიღებს, პროტესტი გაგრძელდება.

    "ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ან აი ამ წვალებაში და, ვიხმარ სოკრატეს სიტყვას, ამ მშობიაორობაში ვამშობიაროთ "ქართული ოცნება" და მიიღოს ის კანონი, რომელიც გამოსავალია და რომელსაც ჩვენ ეუთო/ოდირს გავუგზავნით. ამას თუ არ მიიღებს, პროტესტი არ გაჩერდება, პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ მაგიდას არასდროს არ ავაყირავებთ, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გადააგდო ჩვენი მოქალაქეები და თუ ამ სპირალში შესული, კიდევ იჯიუტებს, გამოვა, რომ გადააგდებს უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

    შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს, 18 საათზე დაიწყება, სადაც ოპოზიციის მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის "გერმანულ მოდელზე" იმსჯელებენ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×