რეზონანსი
07.12.2019

(რეზონანსი) დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგი პრობლემა არ არის.

„უკვე იყო შეხვედრა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სადაც კიდევ ერთხელ ერთხელ გაკეთდა ახსნა-განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შემოთავაზებული საარჩევნო მოდელის - ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშე განხორციელება შეუძლებელია. შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

თუ არის კიდევ რაიმე სხვა დამატებითი შეხვედრის აუცილებლობა, მე პრობლემას ვერ ვხედავ", - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×