სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.11.2019

    (რეზონანსი) ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. ორი მათგანი ადგილზე, მესამე კი თბილისში გადაყვანისას გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „kvira.ge" ავრცელებს.

    24 წლის მამაკაცები, "ლექსუსის" მარკის ავტომობილში ისხდნენ. საჭეს გ.თ მართავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×