სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძემ ის ექპერტები გააკრიტიკა, რომელებიც ოპოზიციურ სპექტრს, საკონსტიტუციო ცვლილებაზე მუშაობის დროს, კონსტრუქციულობა დაუწუნა.

    "აი, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია უფრო კონსტრუქციული უდნა იყოს... იმაზე მეტი კონსტრუქციული რა შეიძლება ყოფილიყო, როგორიც ჩვენ ვიყავით მთელი ამ 6 თვის განმავლობაში, ყველანი.

    პატარა ბავშვებივით, ყველა პარტიის წარმომადგენელი დაყვებოდა "ქართულ ოცნებას" რეგიონებში, იღებდა მონაწილეობას საყოველთაო სახალხო განხილვაში. მიუხედავად იმისა, ჭორები კი არა, ფაქტობრივად დადასტურებული ინფორმაცია მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ჩაგდებას აპირებდა, ეს მაინც არ დაუშვით. თორემ, სწორი იქნებოდა მასობრივი აქცია მოგვეწყო კენჭისყრის დროს, პარლამენტის წინ და დაგვენახვებინა, რომ არ ვაპატიებდით ჩაგდებას. ამდენი ხნის განმავლობაში კონსტრუქციულობის მეტი რა იყო აბა? იყო აბსოლუტური მოლოდინი, იყო მადლობები, იყო ხელისუფლების შექება, აი, როგორი სწორი ნაბიჯი გადადგით. და აიღეს და ვედროთი გადმოგვასხეს ნაგავი თავზე. აი,როგორ უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, მიკარნახონ ამ ექსპერტებმა.

    რითი სჯობს "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას"? მე არ ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კარგია და კარგი იყო ხელისუფლებაში ყოფნის დროს. იცით ჩემი პოზიცია და არაფერი შემცვლია. მაგრამ, "ქართული ოცნება" ბევრად სჯობს "ნაციონალურ მოძრაობას"?! 7 წელია" ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია, რამდენი კომპეტენტური ადამიანი დაასაქმა "ქართულმა ოცნებამ", ვინც ოპოზიციაში იყო?

    მაგალითად, ჩემს პარტიაში ვინც იყო ადამიანები და დასაქმება შესთავაზა ქართულმა ოცნებამ, ყველას პირობა დაუყენა, ჯერ პარტია დატოვე და მერე წამოდიო. ეს არის დემოკრატია? - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "ტვპირველთან" განაცხადა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (22.11.2019)
    ქალბატონი ნინო! მართალი ბრძანდებით და ჩვენ ყველა გავიმარჯვებთ. ეს ნაძირლები და სინდის გარეცხილი ქოც- ვირთხები , კრიმინალ-არარაობები კიდევ დიდხანს იბჟუტურებენ, ვიდრე ჩვენი საამაყო ახალგაზრდობა ამ ნაძირლებს თავიანთ ადგილებზე არ დაასკუპებენ!

    Anne   (21.11.2019)
    Qalbatono NINO mindoda tqvenzed kargi shtabechdileba mqonoda,magram samwuxarod tqven isev is NINO BURDJANADZE xart romelic MISHAS marjvena xeli iko wlebis ganmavlobash,tqven midixart opoziciash mxolod im shemtxvevashi,rodesac tqventvis sasargeblod ar xdeba,Fulis, tanamdebobebis,gadanawileba,tqven chveulebrivi nacxrovis wevri,skamis da sataveshi mosvlis motrfiale xart!

    მედეა   (21.11.2019)
    ასე მტკივნეულად ნუ აღიქვამთ ,ქალბატონო ნინო, ნაგავი --ცუდი შედარებაა. პარლამენტი რაიმე საკითხს ხან ჩააგდებს, ხან გაიტანს,ეს თქვენ არ გესწავლებათ. ნუ ამწვავებთ სიტუაციას, აურზაური წამგებიანია სახელმწიფოსთვის.ბიძინა ივანიშვილს რა უჭირს, ჩ ვ ე ნ ვიკითხოთ ლარის კურსი, ტურისტები, ეკონომიკა. დამშვიდდით, რაც იყო, იყო. მოემზადეთ 2020 არჩევნებისთვის. გავრილოვი რომ არ ჩამჯდარიყო სპიკერის სკამში--ხომ ჩატარდებოდა არჩევნები შერეული სისტემით? ჰოდა, ნუ გადაგვაყოლებთ ამ ამბავს ჩვენ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×