სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.11.2019

    (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის „პროვოკაცია" საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

    სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიცია და ოფიციალური თბილისიც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას ვაჟა გაფრინდაშვილზე.

    „რესპუბლიკაზე ზეწოლა შიდა რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით, უპერსპექტივოა", - აცხადებენ დე-ფაქტო ცხინვალის КГБ-ში.

    პროპაგანდისტული სააგენტო „რესი" წერს, რომ დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტს აქვს სატელეფონო საუბრის მონაცემები, რომლითაც მათი თქმით დასტურდება ის, რომ გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა კარგად დაგეგმილი იყო.

    „გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან „სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა", თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება.

    ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე რომელ პარტიას ეკუთვნის და განაცხადა, რომ არის მომხრე საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. საზღვრის გადაკვეთას კი არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, რუსეთს კი - საქართველოს მთავარ მტრად", - წერს ოსური მედია.

    შეგახსენებთ, რომ ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე-ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

    გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი „საზღვარი" არ გადაულახავს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

    პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×