სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2019

    (რეზონანსი) აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" აჭარაში ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, რაც საპროტესტო აქციაზეც გამოჩნდა.

    რაც შეეხება ზოგადად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რიჟვაძის თქმით, სამწუხაროა რომ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩავარდა.

    "რაც შეეხება ზოგადად ამ საკითხს სამწუხაროა, რომ ინიციატივამ, რომელსაც "ქართული ოცნების" პოლიტიკური ხელმძღვანელობა მხარს უჭერდა, შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, მაგრამ თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ვალდებულები ვართ 2024 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩავატაროთ. რაც შეეხება აჭარის კონტექსტს, ჩვენი რეგიონი არის ამ ქვეყნის განუყოფელი ნაწილი, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყანაში ეროვნულ დონეზე არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ ლოგიკასთან", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    აჭარა   (18.11.2019)
    შე ყლეო ჯერ თანამდებობაზე ხარ და აი რო მოგაძრობენ მერე ითვალე მხარდამჭერები ნუ შენს დედას და ცოლს კი მოემატებიან


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×